უკრაინის ელჩმა გერმანიის კანცლერს „შეურაცხყოფილი ძეხვი“ უწოდა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel-ი ავრცელებს.

მანამდე, შოლცმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კიევი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე ამბობს უარს.

„თავი ისე გეჭიროს, თითქოს, შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი ხარ, არც ისე სახელმწიფოებრივი საქციელია“, – აცხადებს უკრაინის ელჩი. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოხარული იქნება, კიევში ოლაფ შოლცს უმასპინძლოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები