ანა გოგუაძე – ნანუკა ჟორჟოლიანზე: თურმე მცენარეები ვყოფილვართ, სიცოცხლეს რომ აზრი არ აქვს
„თურმე მცენარეები ვყოფილვართ, სიცოცხლეს რომ აზრი არ აქვს“, – ამის შესახებ ხელოვანი ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს.