CNN: ოკუპანტებმა უკრაინაში მოპარული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩეჩნეთში გაიტანეს, თუმცა, მის გამოყენებას ვერ შეძლებენ
რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქების ძარცვას აგრძელებენ.
კერძოდ, მაგალითად, მელიტოპოლიდან ჩეჩნეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა გატანილი. თუმცა, ტექნიკის გამოყენებას ვერ შეძლებენ, რადგან მფლობელებმა მათი დაბლოკვა დისტანციურად შეძლეს.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
მელიტოპოლიდან 27 ერთეული ძვირადღირებული ტექნიკაა გატანილი, რომელიც GPS-ით არის აღჭურვილი, ამიტომ, მოხერხდა იმის დადგენა, რომ ის ჩეჩნეთშია ტრანსპორტირებული.
როგორც CNN-ს უთხრეს, „როდესაც ოკუპანტებმა ჩეჩნეთში მოპარული კომბაინი ჩაიტანეს, მიხვდნენ, რომ ის დისტანციურად არის ბლოკირებული”.
ასევე, უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ხორბალს იპარავენ და ყირიმში გადააქვთ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge