მარიუპოლიდან, ასევე, “აზოვსტალიდან” ხალხის ევაკუაცია დღეს გაგრძელდება
მარიუპოლისან, ასევე, “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღეს, 2 მაისს გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
ამასთან, ევაკუაცია ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყება.
გუშინ “აზოვსტალიდან”, დაახლოებით, 100 ადამიანის გაყვანა მოხერხდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge