ნენსი პელოსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერზე”.