კახა კალაძე „კიევის დინამოს“ მწვრთნელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „კიევის დინამოს“ მწვრთნელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, ჩვენს დიდ ოჯახს – “კიევის დინამოს”, საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს… გარდაიცვალა ჩვენი ვლადიმერ ბელკევიჩი… წარმატებული ფეხბურთელი, ამჟამად წარმატებული მწვრთნელი 42 წლის ასაკში მოულოდნელად დაიღუპა… ეს არის შოკი, ენით აღუწერელი ტკივილი, დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი შეავსებს და დაგვავიწყებს… ჩემო უძვირფასესო მეგობარო, ჩემო დინამოელო, შენ ყოველთვის იქნები ჩემს გულში, ჩემს მოგონებებში… ჩვენი საერთო წარსული, ჩვენი ძმობა მარადიულია და არასდროს გაუფერულდება“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები