უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინაში ომი მისი არჩევიდან 24 საათში დასრულდება.
„დარწმუნებული ვარ, ომის სწრაფად დასრულება დანაკარგებს ნიშნავს. თუ ეს უბრალოდ სწრაფად მოხდება, ეს უკრაინისთვის დანაკარგები იქნება. უბრალოდ ჯერ არ მესმის სხვაგვარად როგორ უნდა მოხდეს ეს. შეიძლება რაღაც არ ვიცით, რაღაცას ვერ ვხედავთ. ასე ხდება. ცოტა დრო გვჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, მას ჯერ არ განუხილავს ეს ტრამპთან, მაგრამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის წინადადებებს მოგვიანებით მოისმენს.
„ჩემთვის ერთი რამ ცხადია, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს. თავის მხრივ, კრემლში ამ დაპირებას „ერთგვარი გადაჭარბება“ უწოდეს.