როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

როინ შავაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს – ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ – სასტიკ მკვლელობაში.

გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი – წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები