„ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო“-შატო მუხრანი

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი.

WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია შატო მუხრანის წარმომადგენელი თაკო შეროზია.

“ჩვენ ვმონაწილეობდით ლონდონის უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აქ ძალიან ბევრი ახალი სტრატეგიული პარტნიორი შევიძინეთ, გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო. გაზაფხულიდან ველოდებით უკვე პირდაპირ ფრენებს ლონდონი-თბილისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი შეძენილი კონტაქტებით მეტი ტურისტი გვეწვევა მომავალი წლიდან საქართველოში და გაიზიარებს ჩვენს კულტურას,“-განაცხადა თაკო შეროზიამ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია წარდგა, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასი იყო.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები