ირაკლი კირცხალია: აუცილებლად გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია
“ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს პრაგმატულად აკეთებს.
“დამერწმუნეთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით და ეს გარდაუვალია, ჩვენი ამ დიდ ოჯახში წევრობა. ჩვენ, ისტორიულად, აქ ვართ და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვით, რომ ღირსეულად ვიაროთ იქ, რასაც ღირსეული ოჯახი ჰქვია. დამერწმუნეთ, არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები კონკრეტული ბიუროკრატიების კონკრეტული შეხედულებები წლიდან წლამდე. ჩვენ პრაგმატულად და საქმით ვაკეთებთ ამ ყველაფერს”, – ამბობს ირაკლი კირცხალია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.