უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, მედიის წინააღმდეგ დანაშაულის 243 შემთხვევა აღირიცხა

უკრაინის ტელე- და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, უკრაინაში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 243 შემთხვევა აღირიცხა.

დანაშაულის შემთხვევები დაფიქსირებულია უკრაინის 16 რეგიონში და მოიცავს მკვლელობებს, დაკავებებს, დაჭრასა და დაშინებებს, სატელევიზიო ანძების დაბომბვებს.

”ომის დაწყებიდან 7 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 15 კი დაკარგულად ითვლება. 8 ჟურნალისტი გაიტაცეს და მას შემდეგ დაიკარგნენ ან დაკავებული არიან. ასევე, 14 ჟურნალისტი დაიღუპა, დაბომბვის შედეგად, ან როგორც მებრძოლი, მაშინ, როცა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, 9 კი დაშავდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში

ტელე- და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ აღრიცხულია სატელევიზიო ანძების დაბომბვის 11 შემთხვევა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები