ზელენსკი: უკრაინელებს არ სურთ სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდება, თუმცა, საკუთარსაც არ დათმობენ

დაინახეს, რომ უკრაინა სულ სხვა ქვეყანაა. დაინახეს, რომ აქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც თავდაჯერებულები არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინელებს არ სურთ სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდება, თუმცა, საკუთარსაც არ დათმობენ.

”დაინახეს, რომ უკრაინა სულ სხვა ქვეყანაა. დაინახეს, რომ აქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც თავდაჯერებულები არიან. რომელთაც სჯერათ საკუთარი სახელმწიფოსი. რომლებმაც იციან სხვების პატივისცემა, რადგან საკუთარ თავს სცემენ პატივს. რომლებსაც არ სურთ სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდება, თუმცა, საკუთარსაც არ დათმობენ. უკრაინელები დაიცავენ ყველა ქალაქს, ყველა ქუჩას, ყველა ველს”, – წერს ზელენსკი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები