მარიუპოლის მერი: აზოვსტალის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, აზოვსტალის კომპლექსში არსებული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

”თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო და ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო, ახლა კი 600-ზე მეტია“, – ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

ის ასევე აცხადებს, რომ რუსებს ე.წ. ფილტრაციის ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ, ვისაც ევაკუაცია სურს.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხანა 27 აპრილს, ღამით დაბომბეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები