უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის სოფელი რუსკა ლოზოვაია გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ტელეგრამში ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ამჟამად სოფელს მთლიანად უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება, რომელიც ხარკოვი-ბელგოროდის გზატკეცილზე მდებარეობს.
სწორედ ამ გარეუბნიდან, ოკუპაციის დროს, მტერი ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებს ბომბავდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge