“კარგი ნამუშევარია, ბიჭებო” – უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ბომბდამშენი – სუ-34 ჩამოაგდეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.

“ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდეს რუსული სუ-34. კარგი ნამუშევარია, ბიჭებო”, – დაწერა ერმაკმა Telegram-ში.

რუსული სუ-34-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც გაავრცელა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები