“უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე – როგორც სხვა ქვეყნებს, მხარს ვუჭერთ, ამას ღიად ვაცხადებთ, ხეს არ ვეფარებით” – ილჰამ ალიევი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე – როგორც სხვა ქვეყნებს და ამას ღიად ვაცხადებთ, ხეს არ ვეფარებით”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ ფარგლებში.

“დიახ, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, პოლიტიკური უპირატესობის გამო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამახინჯებული“, – თქვა მან.

ალუევის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შერჩევით უდგებოდა.

„უკრაინის მოვლენებამდეც კი საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ როცა საკითხი ჩვენ გვეხებოდა, იყო მესიჯი – „სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი“. მაგრამ როგორ შეიძლება, დაამყარო მშვიდობა აგრესორთან, რომელმაც შენი მიწები მიიტაცა?“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები