კიევზე 28 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი შეეწირა

რუსი ოკუპანტების მიერ 28 აპრილს კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს “რადიო თავისუფლების” უკრაინის ბიუროს ჟურნალისტი – ვერა გირიჩი შეეწირა.

ამის შესახებ მისმა კოლეგამ, ალექსანდრე დემჩენკომ განაცხადა.

“რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა, მთელი ღამე იყო ადგილზე და მხოლოდ დილით იპოვეს. მე პირადად არ ვარ გაბრაზებული და არ მინდა, ვიტირო იმიტომ, რომ ეს ყოველდღე უნდა განმეორდეს. უბრალოდ, არ ვიცი – როგორ მოგიყვეთ, რამდენად შესანიშნავი ადამიანი დავკარგეთ”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

“რადიო თავისუფლების” კიევის ბიუროს ხელმძღვანელმა, ინა კუზნეცოვამ მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის კომენტარში რედაქციის თანამშრომლის გარდაცვალება დაადასტურა.

მისი თქმით, რაკეტა პირდაპირ გირიჩის ბინას მოხვდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები