ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებების შესაგროვებლად ექსპერტების გუნდს გაგზავნის.
“რუსეთის ქმედებები უკრაინაში ბარბაროსობა და სისასტიკეა, მათ შორის, ქალების მიმართ. ბრიტანული ექსპერტიზა სიმართლის დადგენაში მიიღებს მონაწილეობას, რათა შემდგომ პუტინის რეჟიმის მონაწილეები, საკუთარი ქმედებების გამო, პასუხისგებაში მიეცნენ”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, ამჟამად, 7600 სავარაუდო ომის დანაშაულსა და, სულ მცირე, მასში მონაწილე 500 ეჭვმიტანილის საქმეს იძიებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge