რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინიდან კურსკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ნაღმტყორცნიდან ესროლეს
კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის ინფორმაციით, კურსკის რეგიონის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ მან Telegram არხზე დაწერა.
“რილსკის სასაზღვრო რეგიონში დილა მშვიდი არ იყო. დაახლოებით, 8.00 საათზე სოფელ კრუპეცის საგუშაგოს ნაღმტყორცნებიდან ესროლეს. ჩვენი მესაზღვრეებისა და სამხედროების საპასუხო ცეცხლმა სამიზნეები გაანადგურა. მსხვერპლი და ნგრევა არ ფიქსირდება”, – წერს სტაროვოიტოვი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge