რადას თავმჯდომარე მადლობას უხდის იმ ქვეყნების სპიკერებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების სპიკერებს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატავად ეწვივნენ.

მადლობის სიაში სხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც არის.

”უკრაინა ბევრ ფრონტზე იბრძვის და საპარლამენტო გამონაკლისი არ არის. უკრაინის პარლამენტი აქტიურად მუშაობს საპარლამენტო დიპლომატიის სფეროში, რათა მთელი მსოფლიოს პარლამენტარების მხარდაჭერა უზრუნველყოს და მოუწოდოს მათ მოქმედებებისკენ. ამ ძალისხმევის საშუალებით პოლონეთს, ჩეხეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს, რუმინეთის პარლამენტების სპიკერები უკვე ეწვივნენ უკრაინას თავიანთი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატავად. უკრაინის პარლამენტი მადლობელია მათი, ვინც უკრაინის გვერდით დგას. მოვუწოდებ მთელი მსოფლიოდან პარლამენტების წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ ქვეყანაში ვიზიტით და შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები