ეუთო უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ეუთო – უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს. ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ფედერაციამ მარტში მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა.
“ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მივაღწიოთ მანდატის გახანგრძლივებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა მისიის დახურვისა. მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ადგილზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამცირებლად. წევრების მუშაობა იმსახურებს ჩვენს მადლიერებას”, – თქვა რაუმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge