Reuters: აზოვსტალიდან დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაა დაგეგმილი

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ დღეს, 29 აპრილს “აზოვსტალში” მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხერხდება.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც სააგენტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს, “დღეს ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია იგეგმება“.

Reuters აღნიშნავს, რომ ოფისში დამატებითი დეტალები არ გაახმოვანეს.

“აზოვსტალის” ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებში, მარიუპოლის დამცველებთან ერთად, სულ მცირე, 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არიან ქალები ბავშვები, მოხუცები და უკრაინელი სამხედროების ოჯახები.

უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მარიუპოლში სულ ამჟამად, დაახლოებით, 120 000 მშვიდობიანი მოქალაქეა ბლოკირებული.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები