არესტოვიჩი – “ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება”

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება.

ამის შესახებ მან Feigin Live-ის ეთერში თქვა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ „ომის ჩრდილი მოლდოვაზეა მიტანილი, ბელარუსზე ის უკვე დიდი ხანია – არსებობს, ასევე, რუსეთის რეგიონზეც“.

“ომი ფართოვდება, ის ვერ იქნება შეკავებული ვერც “სპეცოპერაციის” ფარგლებში და ვერც უკრაინის საზღვრებში. მან ძალიან სერიოზული ჩრდილი მიიტანა და ამ ჩრდილში ხანძრების გაჩენა მოჩანს”, – განაცხადა მან.

არსეტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთში აეროდრომს ამზადებენ, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების დაშვებისთვის.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები იქიდანაც ჩამოაგდოს.

“ეს დამოკიდებულია სად და როგორ, დამოკიდებულია პირობებზე”, – თქვა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები