აზოვის პოლკი: ოკუპანტებმა ”აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა ოკუპანტებმა დღეს გამთენიისას მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიაზე მდებარე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არის მსხვერპლი და არიან დაჭრილები, – ინფორმაციას აზოვის პოლკი “ტელეგრამზე” ავრცელებს.

ასევე, ცეცხლი გაუხსნეს უკვე დაბომბილ შენობას საზღვაო არტილერიით.

აზოვმა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდა, უპასუხონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებსაც კი, რომლებსაც არ შეუძლიათ დღეს იარაღის ხელში აღება.

“მთელი ღამის განმავლობაში სამხედრო საველე ჰოსპიტალზე, სადაც იმყოფებიან დაჭრილი სამხედროები, რუსები მასობრივად ყრიდნენ რამდენიმეტონიან ავიაბომბებს. შემდეგ, განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან. მტრის თავდასხმის გამო, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მათ შორის, საოპერაციო ოთახი, რაც ახლა შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას იმ პირობებშიც კი, რაც ადრე იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები