ხარკოვში აღმოაჩინეს საწყობი, სადაც ოკუპანტები 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილებს ინახავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხარკოვში კიდევ ერთი საიდუმლო საწყობი აღმოაჩინეს, სადაც ოკუპანტები 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკის სათადარიგო ნაწილებს ინახავდნენ.

SBU-მ დაადგინა, რომ უკანონო სამალავი ხარკოველმა, 61 წლის კაცმა მოაწყო.

“მიწისქვეშა საცავში იყო 19 სატანკო ძრავა, ასევე, ჯავშანტექნიკის სხვა კომპონენტები.
აღმოჩენილი ქონების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.
ნაწილები საკმარისია ნახევარი სატანკო ბატალიონის შეკეთებისთვის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ხარკოველმა, 61 წლის მცხოვრებმა უკანონო სამალავი მოაწყო. მან შეთქმულება მოაწყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ადგილობრივი საწარმოების თანამშრომლებთან, მოიპარა და შეაგროვა 5TDFA მარკის სატანკო ძრავები”,– აცხადებს დაზვერვა.

SBU-ს ცნობით, იგეგმებოდა ამ ნაწილების გადაცემა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ხარკოვში მათი შეღწევის შემთხვევაში, რადგან რუსული T-64 ტანკები კვლავ აღჭურვილია ამ მოდიფიკაციის ძრავებით.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,
მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირთა სრული სპექტრის დასადგენად.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები