ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა.

Spiegel-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 586-მა დეპუტატმა დაუჭირა, 100 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.

აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდებას მხარი მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა და ბლოკმა CDU/CSU-მა დაუჭირეს.

დოკუმენტი გერმანიის მთავრობას საშუალებას აძლევს, “უკრაინას მიაწოდოს ეფექტური, მათ შორის, მძიმე იარაღი და გერმანული წარმოების სისტემები”.

იარაღის ექსპორტი უნდა განიხილებოდეს ნატო-ს პარტნიორებთან აზრთა მჭიდრო გაცვლით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები