ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, რადგან საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება, ნებისმიერი ურთიერთობა შედგეს

“რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება, ნებისმიერი ურთიერთობა შედგეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა, რომელიც, თითქოს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოვის დიალოგს ასახავს.

„რაც შეეხება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. წყაროც ცნობილია თქვენთვის და შეგიძლიათ, მასაც ჰკითხოთ – საიდან გახდა ცნობილი ეს ჩანაწერი კონკრეტული ტელევიზიისთვის – ეს არის საინტერესო. ეს ან ქართული მხრიდან უნდა მომხდარიყო, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე კი ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთს უვიზო რეჟიმი დაუწესა. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ეს ნათელია. პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მხრივ ჩვენ ვაკეთებთ უკრაინისთვის 100 პროცენტს, სანქციებთან დაკავშირებით კი საზოგადოებამ ძალიან მკაფიო განმარტებები მოისმინა. შესაბამისად, თუ საქმე ეხება სანქციებს, ამაზე პოზიცია ნათელია. თუ საქმე ეხება სანქციების ავლას, ამაზეც საქართველოს პოზიცია ნათელია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება, შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები