ცხედრების შეურაცხყოფა, წამება, ფიზიკური და გონებრივი დაზიანება, გაუპატიურება – კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედება გენოციდად აღიარა

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები, ერთხმად, გენოციდად აღიარა.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ არსებობს “მკაფიო და უამრავი მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემატური და მასიური ომის დანაშაულების შესახებ”, რომლებიც, “ვლადიმერ პუტინისა და სხვა პირების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ჩადენილი”.

დანაშაულებს შორის არის – უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა, ცხედრების შეურაცხყოფა, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანა, წამება, ფიზიკური და გონებრივი დაზიანება და გაუპატიურება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები