ბრაზილიელმა ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის ახალი მუტაცია გამოავლინეს.
ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი – Folha de S.Paulo წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია “ომიკრონ” BA.1-ისა და BA.2-ის კომბინირებული ვერსიის მუტაციაზე, რომელიც საერთაშორისო Gisaid მონაცემთა ბაზაში არ არის.
ახალი შტამი 16 თებერვალს სან-პაულოში სამი წლის ბავშვში აღმოაჩინეს.
ამავდროულად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია “ომიკრონის” ახალი სრულფასოვანი რეკომბინაციის გაჩენაზე საუბარი, რადგან ამისათვის შესაბამისი მუტაცია, მინიმუმ, ხუთ ნიმუშში უნდა დადასტურდეს.
ბრაზილიაში, ძირითადად, “ომიკრონის” BA.2 ვარიანტი დომინირებს, რომელიც ყველა ინფექციის, დაახლოებით, 70%-ს შეადგენს.