ანდჟეი დუდა: „გაზპრომის“ წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთისა და ბულგარეთისთის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, რუსული ენერგოპროვაიდერის, „გაზპრომის“ წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც ანდჟეი დუდა აცხადებს, რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევისთვის „გაზპრომისგან“ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვენ.
ცნობისთვის, რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ოფიციალური მოსკოვი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე აღნიშნული ქვეყნებისგან უარის თქმას ასახელებს.