„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“, 16% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.
სხვა პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:
- „საქართველოსთვის“ – 4%
- „დროა“ – 2%
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- „ხალხისთვის“ – 2%
- „ლელო“ – 2%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%
- „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ – 1%
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1%
- „მოქალაქეები“ – 1%
- სხვა პარტიები – 2%
- ხმას არ მივცემდი – 4%
- ბიულეტენს გადავხაზავდი – 11%
- არ ვიცი – 12%
- უარი პასუხზე – 7%
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.