უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის საბრძოლო მასალების საცავებში აფეთქებების და საწვავის ბაზებზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი განმარტა.
ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
„ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის რეგიონები აქტიურად იწყებენ ისეთი მცნებების შესწავლას, როგორიცაა „დემილიტარიზაცია”. განიარაღება. რუსეთის ამ ოლქებში პერიოდულად იწვის საწვავის ბაზები, რომლებიც რუსეთის ჯავშანტექნიკას საწვავით ამარაგებდა, ასევე, ფეთქდება საბრძოლო მასალების საწყობები. სხვადასხვა მიზეზებით და ეს სულ უფრო და უფრო აქტიურად ხდება”, – წერს პოდოლიაკი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მარტივად აიხსნება.
„თუ თქვენ (რუსები) სხვა ქვეყნის მასიურ თავდასხმას გადაწყვეტთ, იქ ყველას მასიურ მოკვლას, მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით მასობრივად გადაუაროთ და მკვლელობების უზრუნველსაყოფად თქვენს რეგიონებში საწყობები გამოიყენოთ, ადრე თუ გვიან, საზღაურს იხდით. უკრაინაში რუსული შემოჭრის ასეთი ინტენსივობის და მოცულობის პირობებში “პასუხისმგებლობას ვერ აიცილებ” და ამიტომ, ბელგოროდ-ვორონეჟის მკვლელი საწყობების განიარაღება, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. კარმა სასტიკი რამ არის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge