ილია დარჩიაშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობასა და რეგიონულ განვითარებაზე

 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და რეგიონულ განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ჩემთვის პატივია დავიწყო ჩემი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ აზერბაიჯანში და ვაფასებ, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ილჰამ ალიევს. ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოს და აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ჩვენი პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და რეგიონულ განვითარებაზე“, – წერს ილია დარჩიაშვილი “ტვიტერზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები