თბილისის ზოოპარკში მაიმუნი გაჩნდა (ვიდეო)

ზოოპარკში მატებაა. მაიმუნების ოჯახში პატარა ჰამადრილი გაჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღისაა. მაიმუნის მოვლა დედამ იუარა, ამიტომ, მომვლელებმა პატარის გადასარჩენად იგი ვოლიერიდან გამოყვანეს. ახლა მას ძიძა საწოვარიდან აჭმევს, კალათში აძინებს სათამაშოებთან ერთად და პამპერსებსაც უცვლის.
ჰამადრილის ბაბუინი ანთრისებრთა ოჯახის და პავიანების გვარის წარმომადგენელია. ეს გასაოცარი ცხოველები გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.

10545078_877901358904825_1033603656_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DvjY5CaGmgU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები