ამერიკელების 73% უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს
ამერიკელთა 73% აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღნიშნული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვიდან ირკვევა.
Reuters/Ipsos-ის მიერ მარტის ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ მხარდაჭერის 68% გამოავლინა, თუმცა, მაშინ კიევის ოლქში რუსების სისასტიკეზე ჯერ არაფერი იყო ცნობილი.
ბოლო გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ უპირატესობას მიანიჭებენ კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კიევის სამხედრო დახმარებას მხარს უჭერენ.
ამასთან, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა აღრმავებს შეშფოთებას, რომ რუსეთი შესაძლოა, 8 ნოემბრის არჩევნებში ჩაერიოს.