არესტოვიჩი: ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს
რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საკმაოდ გრძელვადიანი ამბავია, – მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი.
ამის შესახებ მან YouTube არხის – Feygin Live ეთერში თქვა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მიერ მიღებულ ახალ იარაღს საბრძოლო მოქმედებებზე სერიოზული ზემოქმედების მოხდენა მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში შეეძლება.
მისი შეფასებით, თავად ომი შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
„ჩვენ უნდა განვეწყოთ გრძელვადიან ისტორიაზე. დონბასში აქტიური ფაზის შეწყვეტა ომის დასრულებას არ ნიშნავს. იქნება ტაქტიკური მოქმედებები, დარბევები, რეიდები, ომი… ეს საკმარისად გრძელვადიანი ისტორიაა და შეიძლება, იყოს ახალ წლამდე, ყველაფერი რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მანამდე, უკრაინის გადამდგარმა გენერალმა, სახალხო დეპუტატმა, ანდრეი კოჟემიაკინმა ივარაუდა, რომ უკრაინა რუსეთზე გამარჯვებას უახლოეს სამ თვეში მოიპოვებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge