პოდოლიაკი: რუსეთი მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს, უსაფრთხოებისთვის უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ

არაღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ”ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, უკრაინა რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის, მაგრამ მიზნის მისაღწევად ”გუნდური მუშაობაა” საჭირო.

“რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა დაელოდოს. ცუდი ამბავი: თუ ხვალ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები იქნებიან კიშინიოვთან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა”, – წერს პოდოლიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები