გაერო: ომის გამო, უკრაინა უკვე 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის მოქალაქეებს მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 45 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
ლტოლვილების 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ყველაზე მეტი ადამიანი, 2.9 მილიონი პოლონეთში წავიდა.
გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7 700 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.