პოდოლიაკი: ”აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი რუსებმა
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის მტკიცება მარიუპოლის აღებასთან დაკავშირებით სიყალბეა, რადგან მათ არ აუღიათ „აზოვსტალი“, რომელიც ”ქალაქის 1/5 ნაწილს მოიცავს“.
”ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი ამბობს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ერთი შესწორებით: „გარდა აზოვსტალისა“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5 ნაწილს მოიცავს. ან უფრო სწორად, 22 ვატიკანს, ან ნიუ-იორკის 3 ცენტრალურ პარკს. ქალაქი აიღეს, მართლა? სიყალბის ქვეყანა. უკრაინის დამცველებმა დაამტკიცეს, რომ ისინი მეტალისგან არიან შექმნილები,“ – წერს პოდოლიაკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge