ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლება დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 პირი კი დაიჭრა – ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.
მისივე თქმით, აგრეთვე, დაზიანდა საავადმყოფო, სკოლა და მაღალსართულიანი შენობები.
“რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მიზანმიმართულ დაბომვებს. ჩვენს მიწაზე რუსების ყველა დანაშაულს ვიწერთ. მათ ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგონ”. – აცხადებს კირილენკო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge