ოკუპანტებმა ოდესის რეგიონი დაბომბეს – დნესტრის შესართავზე ხიდი დაზიანდა

რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დნესტრის შესართავზე ხიდი დაზიანდა.

ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

“ბელგოროდ-დნესტროვსკის ოლქიდან ოდესისკენ მიმავალი ხიდი დაზიანების გამო დაიკეტა“, – განაცხადა ბრაჩუკმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ინციდენტის დეტალებს უსაფრთხოების მიზნით არ აჟღერებენ.

თავის მხრივ, “სამხრეთის” ოპერატიულმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიშია მიტანილი.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია დნესტრის შესართავზე გამავალი ხიდი.

ამასთან, მითითებულია, რომ დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უსაფრთხოების მიზნით, ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია, მძღოლებს სხვა მარშრუტების არჩევას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები