მიკოლაევის მერი: ვემზადებით ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის, იქნება თავდასხმა
მიკოლაევის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქი ემზადება რუსული თავდასხმისთვის ან ალყისთვის.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ყირიმის გავლით გადააქვს იარაღი და სამხედრო რესურსები. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგროვებენ მას ხერსონის რეგიონში. დიახ, ჩვენ ველოდებით ქალაქ მიკოლაევზე თავდასხმას ან ალყას”,– თქვა სენკევიჩმა.
მისივე განმარტებით, დღეს ქალაქის ხელისუფლება სამხედროებთან ერთად თავდაცვით სტრუქტურებს ამზადებს როგორც ქალაქის მიმდებარედ, ასევე, შიგნით.
სენკევიჩის ცნობით, კომუნალური სამსახურები ახლა “სამშენებლო ბატალიონის როლს თამაშობენ“.
“მინდვრებიდან რუსული სამხედრო ტექნიკაც გამოჰყავთ – არემონტებენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ. უკვე გაყვანილია 38 ერთეული – მათ შორის, ტანკები, მანქანები. ასე რომ, მოკლედ ვიტყვი: ჩვენ ვემზადებით სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის”,– აღნიშნა მიკოლაევის მერმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge