ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები დააჯილდოვა, მათ შორის არიან ქართველი ცოლ-ქმარი – გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, ასევე, ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მებრძოლები დაჯილდოვდნენ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები