რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – განახლებული მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 100 ადამიანი;
ტანკი – 918 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 308 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 416 ერთეული;
MLRS – 149 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული;
თვითმფრინავი – 184 ერთეული;
ვერტმფრენი – 154 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 643 ერთეული;
გემი/ნავი – 8 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 205;
სპეციალური აღჭურვილობა – 31;
მობილური SRBM სისტემა – 4.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
141 თვითმფრინავი;
110 ვერტმფრენი;
570 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
265 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
283 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 104 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 380 სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge