მოსკოვში უახლოეს დროში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ.საელჩოებს გახსნიან
მოსკოვში უახლოეს დროში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. საელჩოები გაიხსნება.
ამის შესახებ “რია ნოვოსტის” წყარომ განუცხადა.
“შევეცდებით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, რაც ადრე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი”, – თქვა დიპლომატმა.
მისი ვარაუდით, ე.წ. დიპლომატიური მისიები შესაძლოა, “ერთი ან ორი თვის განმავლობაში” გაიხსნას.
რუსეთის პრეზიდენტმა 21 თებერვალს ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
22 თებერვალს რუსეთმა ე.წ. ახალ სახელმწიფოებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
24 თებერვალს კი კრემლი უკრაინაში შეიჭრა და მას ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისკენ მიმართული “სპეცოპერაცია” დაარქვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge