Ryanair-ი უკრაინიდან ფრენების განახლების ვადებს ასახელებს

 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – Ryanair-ი უკრაინიდან ფრენების განხორციელებას შემოდგომიდან გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზე განთავსდა.

აღინიშნება, რომ პირველი რეისები 30-31 ოქტომბერს იგეგმება ბორისპოლის აეროპორტიდან (კიევი) ვენაში (ავსტრია), რომში, მილანსა (ბერგამო, იტალია) და ბარსელონაში (ესპანეთი).

ფრენები წლის ბოლომდეა დაგეგმილი, თუმცა, ბილეთების დაჯავშნა 2023 წლისთვისაც არის შესაძლებელი.

23 აპრილს გახდა ცნობილი, რომ  WizzAir-მა ჯავშნების მიღება დაიწყო. ევროპის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთები უკვე ივლისიდან არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები