ნინო ქათამაძის & INSIGHT-ის კონცერტი გაიმართება

27 და 28 აპრილს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში (გია აბესაძის ქ. N10) დაგეგმილია ნინო ქათამაძის & INSIGHT-ის კონცერტი, რომელსაც ზუსტად 20 წლის წინ სწორედ ამ თეატრმა უმასპინძლა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნინო ქათამაძე, გოჩა ყაჭეიშვილი და უჩა გუგუნავა აკუსტიკური პროგრამით წარდგებიან ერთგული მსმენელის წინაშე და წლების მანძილზე შექმნილ ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ. სპეციალური სტუმრები: ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები