თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თემურ კობახიძის გარდაცვალების გამო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის მკვლევრის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, თემურ კობახიძის გარდაცვალების გამო.
„ჯეიმს ჯოისი, ეზრა პაუნდი, უილიამ ფოლკნერი, ჯოზეფ კონრადო, ტომას ელიოტი – ეს იმ ავტორთა მცირე ჩამონათვალია, ვისი შემოქმედებაც თემურ კობახიძის კვლევის საგანი იყო. გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემული თემურ კობახიძის პირველი წიგნი – „პოეტური ხატის მემკვიდრეობითობა“ ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა სინამდვილეში, რომელიც მხატვრულ ტექსტს სრულიად ახლებურად უდგებოდა და მთავარ აქცენტს მისი მხატვრული ქსოვილის ანალიზზე აკეთებდა.
თემურ კობახიძე იყო თსუ საზღვარგარეთის ისტორიის კათედრის გამგე, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, ლონდონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ინგლისურ კვლევათა ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერი 2013-2014 წლებში, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ქლერ ჰოლის კოლეჯის მუდმივი წევრი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.