„ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“ – გამოფენა გაიხსნება
27 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით, SOLO და საქართველოს ბანკი WM წარმოადგენს გამოფენას – „ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმში.
მისი ორგანიზატორი და კურატორია ლიკა ჭკუასელი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქართველი ხელოვანების უნიკალურ ნამუშევრებს, რომელთა დიდი ნაწილიც პირველად გამოიფინება.
გამოფენის ფარგლებში შესაძლებელია დასწრება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაზე, რომლებიც ექსკლუზიურად ჩატარდება.
27 აპრილი, SOLO One to One | ირინა პოპიაშვილი – „როგორ წავიკითხოთ გამოფენა“;
ირინა პოპიაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა გამოფენა გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ როგორ ხდება გამოფენისთვის კოლექციების შექმნა. ასევე, შესაძლებელია იმ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების გაცნობა, რომლებიც საკუთარ სახელოსნოებში უმასპინძლებენ მსურველთ.
რეგისტრაციისთვის შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მეილზე: hobby@solo.ge.
SOLOtalks
5 მაისი, 19:00 საათი | გოგი ხოშტარია – „ფიროსმანიდან პოსტმოდერნისტებამდე“;
საუბარი შეეხება ფიროსმანიდან პოსტმოდერნისტებამდე პერიოდს, უფრო დეტალურად, ქართულ სახვით ხელოვნებას.
რეგისტრაცია: https://bit.ly/36ygGLi
12 მაისი, 19:00 საათი | გურამ წიბახაშვილი – „ხელოვნების ზღვარზე“;
შეხვედრაზე გურამ წიბახაშვილი ისაუბრებს საქართველოს ისტორიის იმ პერიოდზე, როცა როგორც ქვეყანას, ასევე ქართულ ხელოვნებას მოუწია დიდი ცვლილებების გადატანა.
რეგისტრაცია https://bit.ly/3Mcw1R0
SOLO Sunday
2 მაისი, 14:00 საათი | გიორგი მასხარაშვილი – „მაუგლი, ჯუნგლები, ცხოველთა სამყარო“;
პატარები ქაღალდზე გადაიტანენ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ფერთა გადანაწილებაზე.
ბილეთი: https://bit.ly/3vCdqan
7 მაისი, 13:00 საათი | დათო მესხი – „მედიტაცია ფერზე“;
შეხვედრა მოიცავს შემდეგ შინაარსსა და აქტივობებს:
• მედიტაცია და ფერის საშუალებით გამოსახულების ფორმის ძიება;
• ნამუშევრის შექმნა მედიტაციის დროს და გამოფენის ნახვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილების ფერით გამოხატვა.
ბილეთი: https://bit.ly/3Osmfw8
15 მაისი, 18:00 საათი – ხატვა ანკა ბოჭორიშვილთან ერთად.
ბავშვები სხვადასხვა მასალასა და ფაქტურაზე ხატვის სპეციფიკას გაეცნობიან.
ბილეთი: https://bit.ly/3v2ird9
გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.