ნედ პრაისი – რუსეთის სანქციებზე: ეს მხოლოდ პატივია, რათა მოვიპოვოთ იმ ხელისუფლების მრისხანება, რომელიც მეზობელ ქვეყნებს სასტიკად ექცევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი რუსეთის მთავრობის მიერ შეერთებული შტატებისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

როგორც ნედ პრაისი აცხადებს, აღნიშნული სანქციები მათთვის პატივია, რათა მოიპოვონ იმ ხელისუფლების მრისხანება, რომელიც საკუთარ ხალხს ატყუებს და მეზობელ ქვეყნებს სასტიკად ექცევა.

„ვიცე-პრეზიდენტის გარდა, სანქცირებულთა დღევანდელ სიაში შედიოდნენ ჟურნალისტები და ამ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის მეც. უნდა ვთქვა, ეს მხოლოდ პატივია, მოიპოვო მრისხანება ხელისუფლების, რომელიც ატყუებს საკუთარ ხალხს, სასტიკად ეპყრობა მის მეზობლებს და მიისწრაფის ისეთი სამყაროს შექმნისკენ, სადაც თავისუფლებას სდევნიან და თუ თავისას მიაღწია, საერთოდ ჩამქრალია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები